воскресенье, 20 сентября 2015 г.

" ჩვენი პირველი ზღაპრის წიგნი "

1. პროექტის სახელი: ,,ჩვენი პირველი ზღაპრის  წიგნი!“
2. პროექტის მოკლე აღწერა :  მოსწავლეებში წიგნის  კითხვისადმი ინტერესების გაზრდის მიზნით,კლასში  ერთად წერენ ზღაპარს , ეპიზოდებს ასურათებენ და ქმნიან ხელნაწერ და ანიმაციურ წიგნებს. აუმჯობესებენ ტექსტის გამართული კითხვის ტექნიკას.
3.პროექტის სრული აღწერა
 კლასში  ზოგიერთი მოსწავლე  არ  იჩენს  წიგნის კითხვისადმი ინტერესს, რადგან  უჭირთ სიტყვის სწორი დეკოდირება, მთელ ენერგიას სიტყვებისა და წინადადებების დეკოდირებზე ხარჯავენ, რაც ასუსტებს წაკითხული  შინაარსის გაგება-გააზრების პროცესს. არა აქვთ კითხვის მოტივაცია. ზეპირმეტყველების დროს, რცხვენიათ საკუთარი აზრის გამოთქმა, ან მცირე ზომის ტექსტების მოფიქრება-გაჟღერება.
 მცირე პროექტის ფარგლებში, გადავწყვიტეთ მოსწავლეებთან ერთად ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე თავად შევქმნათ ტექსტი -ზღაპარი, სადაც  ყველა მოსწავლე იქნება ჩართული. შემდეგ ბავშვები შექმნილ ზღაპარს  ხელოვნების გაკვეთილზე ეპიზოდებად, სიუჟეტების მიხედვით დაასურათებენ  დიდ ფორმატებზე, შესაბამის  ტექსტსაც მიუწერენ  და წიგნად აკინძავენ.  მოსწავლეთა ნაწილი  კი - იგივე ზღაპარს  მასწავლებლის  დახმარებით შექმნიან ელექტრონულ  ანიმაციურ ფორმატში. 
აგრეთვე, პროექტის მონაწილეები შექმნიან  საკლასო და ელექტრონულ ბიბლიოთეკას, სადაც განათავსებენ თავიანთ ნამუშევარს.
მომდევნო გაკვეთილებზე  მოსწავლეები მეტი ხალისით წაიკითხავენ და გაიაზრებენ თავიანთ შექმნილ ზღაპარს. მიეჩვევიან წიგნებთან ურთიერთობას. ანიმაციებითა და ნახატებით ილუსტრირებული წიგნების წაკითხვა შინაარსის  გაგება -გააზრებაში დაეხმარებათ. 
4. მონაწილეთა ასაკი:6-7 წელი (Iკლ.)
5. ვადები/ხანგრძლივობა: 1 კვირა
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
  1. პროექტის ინიცირება კლასში მასწავლებლის მიერ
  2. ,,მასწავლებელი-კალამის" მოდიფიცირებული მეთოდის  გამოყენებით ერთობლივი წერა
  3. დაწერილი ზღაპრის ერთობლივი კითხვა- დამუშავება
  4. ეპიზოდებად დასურათება ხელოვნების გაკვეთილზე 
  5. ეპიზოდების შინაარსის ტექსტების გადაწერა უფროსკლასელების დახმარებით ( ჩემი ყოფილი მე-5 კლასის ლამაზი კალიგრაფიის მქონე რამდენიმე მოსწავლე)
  6.  მოსწავლეების მონაწილეობა ანიმაციური რესურსების მოძიებაში და ანიმაციურ ფორმატში ელ.წიგნის შექმნა
  7. დისკუსიები, ნამუშევრების  პრეზენტაციები  
  8. პროექტის პრეზენტაცია  სადამრიგებლო საათზე.
7. მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
პროექტის შედეგად მოსწავლეებს კვლავაც  გაუჩნდებათ სურვილი შექმნან მსგავსი მეთოდის გამოყენებით პატარა წიგნები, რითაც გაამდიდრებენ საკლასო ბიბლიოთეკას. აუმაღლდებათ სასწავლო მოტივაცია, გაუუმჯობესდებათ დამოუკიდებლად კითხვის უნარ-ჩვევები, დაინტერესდებიან კლასგარეშე ლიტ-რით,  დამოუკიდებლად შექმნიან და გააფორმებენ მცირე ზომის ზღაპრებს.  გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, გაიფართოვებენ გონებრივ ჰორიზონტს, გამოუმუშავდებათ სხვებისთვის აზრის გაზიარების, ურთიერთთანამშრომლობის, შეფასებისა და ანალიზის, დისკუსიის უნარი. დაეუფლებიან  ანიმაციურ ფორმატში ელ.წიგნების გაკეთების საწყის  უნარ -ჩვევებს.
მოეწყობა საკლასო ბიბლიოთეკა.
შეიქმნება ფოტოალბომი, პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ფოტო-მასალით;
მოეწყობა პროექტის პრეზენტაცია  სადამრიგებლო საათზე

8. სარგებელი სხვებისთვის: პროექტის შედეგად შექმნილი  რესურსების თანატოლებისთვის  გაზიარება, წიგნები  პატარებს დამოუკიდებლად კითხვაში,  ტექსტის შინაარსის  გაგება-გააზრებაში დაეხმარებათ (ზღაპრის ტექსტი,დიდი ხელნაწერი და ანიმაციური წიგნები, საკლასო ბიბლიოთეკა,ილუსტრაციები,ფოტოები)
კოლეგებისთვის პროექტის  გამოცდილების გაზიარება.
 9.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ. I. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში. 
 I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
   I. 9.მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს წაკითხული/ მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები.                             I. 10. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები.
I. 14. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წინადადებების შედგენა ნაცნობ თემებზე.
სახ.და გამოყ.ხელ.I.4 მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების       შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.
 ისტ:
•ახდენს ინფორმაციის მოპოვებას და მის სხვებთან გაცვლას კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით,მათ შორის თანაკლასელების,მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით.
10. პროექტის ფასილიტატორი: ინგა შველიძე
11. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: inga.shvelidze@gmail.com
რესურსი: https://drive.google.com/drive/my-drive